კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს მომავალი | პსჟ-ში ოპტიმისტური განწყობაა, მაგრამ სათადარიგო გეგმაც აქვთ

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს მომავალზე უცხოური გამოცემები ბევრს საუბრობენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ავტორიტეტულმა L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა და ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მბაპეს გადაბირება „რეალს“ სურს და მადრიდელები აპირებენ, კილიანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოელაპარაკონ, ზაფხულში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმონ. L’Equipe-ის მიხედვით, ფრანგი ფეხბურთელის მიზანია, გადაწყვეტილება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, „სოსიედადთან“ გასამართ მატჩამდე მიიღოს. კილიანს სურს, ყველაფერი უახლოეს დღეებში დასრულდეს, რათა ევრო 2024-ისთვისა და სეზონის დასკვნითი ნაწილისთვის მშვიდად მოემზადოს.

L’Equipe-ის მიხედვით, „პარი სენ-ჟერმენი“ ოპტიმიზმს ინარჩუნებს და იმედი აქვს, რომ კილიანი ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს. კლუბის წარმომადგენლები მის აგენტებთან შეხვედრების გამართვას გეგმავენ, თუმცა, მოვლენების ყველა შესაძლო განვითარებისთვის ემზადებიან. L’Equipe-ის ცნობით, პსჟ-ში მიაჩნიათ, რომ გადამწყვეტი ფეხბურთელის სიტყვა იქნება და მისი წასვლის შემთხვევაში, სათადარიგო გეგმაზე მუშაობენ.

ცნობისთვის, კილიანს „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს. 24 წლის შემტევის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ კილიანს სურვილი ექნება, „პარი სენ ჟერმენთან“ ხელშეკრულებას ავტომატურად 1 წლით გაახანგრძლივებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ მეფე მე ვარ, ილიასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით ვეკიდები“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე
„აქ მეფე მე ვარ, ილიასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით ვეკიდები“ | რა თქვა ვოლკანოვსკიმ თოფურიაზე