გორის დილა, ევერ დემალდე, რუი მოტა
Aa
Aa

ოფიციალურად: გორის დილას პორტუგალიელი რუი მოტა გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ გორის „დილას’’ მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი რუი მოტა გახდა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. რუი მოტას თანამემამულე ემანუელ რიბეირო დაეხმარება.

44 წლის სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად შემდეგ კლუბებში მუშაობდა: საუდის არაბეთის „ალ ფატე'' (2016), „ატრომიტოსი'' (2017), ვარშავის „ლეგია'' (2018-19), „ბრაგა'' (2019), „ვასკო და გამა'' (2020), „გაზიანთეფი'' (2021), „მორეირენსე'' (2022), „ესტეღლალი'' (2022-23). გასულ წელს რუი მოტა ხორვატული „შიბენიკის'' 19-წლამდე გუნდს წვრთნიდა.

სამწვრთნელო კარიერაში მეტწილად რიკარდუ ზა პინტუს ასისტენტი იყო, რომელიც ამჟამად აპოელ-ს წვრთნის.

გორის „დილას'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუი მოტამ არგენტინელი ევერ დემალდე შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები