კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: „ჩემი მომავალი? გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“

საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ის ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ სუპერთასის მოგების შემდეგ RMC Sport-თან მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარიზული გუნდის დატოვება გადაწყვეტილი არ აქვს.

რა თქვა მბაპემ:

წელს განსაკუთრებულად მოტივირებული ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი თასი უკვე მოვიპოვეთ, რაც ძალიან კარგია, წინ კი კიდევ ბევრი თასი გვაქვს მოსაგები.

ჩემი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, არჩევანი არ გამიკეთებია. პრეზიდენტთან გასულ ზაფხულს დადებული შეთანხმების წყალობით, რაც არ უნდა გადავწყვიტო, კლუბი მშვიდად ხვდება გამოწვევებს და ეს არის მთავარი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კილიან მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები