სანდრო მამუკელაშვილი, დესმონდ ბეინი, ჯა მორანტი, კელდონ ჯონსონი, ვიქტორ ვემბანიამა
Aa
Aa

მამუკელაშვილის 2 წუთი და სამქულიანი | სან ანტონიოს 28-ე მარცხი მიმდინარე რეგულარულში

სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მესამე, მიმდინარე რეგულარულში კი 28-ე თამაში წააგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „მემფის გრიზლისს“ დაუპირისპირდა და 98:106 დამარცხდა.

„სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი კარგად ჩაატარა და 23:20 იმარჯვა, მაგრამ მეორე პერიოდი ჩააგდო. გრეგ პოპოვიჩის ბიჭებმა თორმეტწუთეული 17:27 წააგეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ. მესამე მეოთხედის სტარტზე, „სან ანტონიომ“ გაქცევა მოაწყო და 1 ქულით დაწინაურდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 2 წუთი და 3 წამი გაატარა და 3 ქულისა და 1 დაფარების მოგროვება მოასწრო. სანდრომ სამქულიანი ჩააგდო და მის პასივში 1 დაკარგვა იყო. „სპურსის“ მხრიდან 20 ქულით, 7 მოხსნითა და 4 დაფარებით ვიქტორ ვემბანიამა გამოირჩა. კელდონ ჯონსონს 19 ქულა ჰქონდა. ჯერემი სოხანმა 12 ქულა გააკეთა. „მემფისს“ 26 ქულით, 10 პასითა და 5 მოხსნით ჯა მორანტმა ულიდერა. დესმონდ ბეინს 24 ქულა ჰქონდა. სანტი ალდამას - 13 ქულა, 11 მოხსნა.

ცნობისთვის, მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ 5 მოგება და 28 წაგება აქვს. ტექსასელები დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს იკავებენ და მომდევნო შეხვედრა 5 იანვარს, „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძის სასტარტო და ასისტი - უოტფორდმა 6-გოლიან თრილერში ვერ მოიგო
ჩაკვეტაძის სასტარტო და ასისტი - უოტფორდმა 6-გოლიან თრილერში ვერ მოიგო