ლუკ ჰოლცი
Aa
Aa

„მალე შევხვდებით სკაუტს, ვინც საქართველოს თამაში გაანალიზა“ | ლუქსემბურგის თავკაცი

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა საქართველოსთან ჩანიშნულ მატჩზე ისაუბრა. „ჯვაროსნები“ „წითელ ლომებს“ მარტში, ევროპის ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან და შეხვედრა თბილისში გაიმართება.

„ძალიან მალე შევხვდებით სკაუტს, რომელმაც ჩვენი მეტოქის (საქართველოს გულისხმობს) საშინაო მატჩები გაანალიზა. თუმცა, აუცილებელია, რომ სავარაუდო მოწინააღმდეგეებზე, საბერძნეთსა და ყაზახეთზე მაქსიმალურად დიდი ინფორმაცია მოვიძიოთ. პარალელურად, ევროპის ჩემპიონატზცე უნდა ვიფიქროთ, რადგან საკუთარ თავს ვერ მივცემთ უფლებას, რომ ორგანიზება და სამზადისი მარტში დავიწყოთ.

ყველაფრისთვის გეგმა მაქვს შემუშავებული და თუ საქართველოში ამ დამოკიდებულებით ჩავალთ, ხასიათი მალე არ გაგვიფუჭდება. არის ასპექტები, რომლებზეც გავლენის მოხდენა შეგვიძლია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფერი იდეალურად შევასრულოთ. საქართველოში ჩვენთან ერთად შეფი გაემგზავრება და ამ ეტაპზე, მის ძიებაში ვართ. როგორც აღმოჩნდა, საქართველოში ტრანსპორტირება პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. ქალთა ეროვნულ ნაკრებს, სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, სადაც ბოლო ვარჯიში უნდა გაემართა, ბევრად მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე გეგმით ჰქონდა გათვალისწინებული.

საქართველოში ცოტათი ადრე ჩავალთ და ბოლო ვარჯიშს იქ ჩავატარებთ. ფეხბურთელებს ტაქტიკურ ინსტრუქციებს სიტყვიერად მივცემ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ვარჯიში ღია იქნება, თბილისში ტაქტიკურ საკითხებზე არ ვიმუშავებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ 21 მარტს „წითელ ლომებს“ უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სრული კოლაფსი | სად იყო ნაპოლი გასულ სეზონში და სადაა ახლა
სრული კოლაფსი | სად იყო ნაპოლი გასულ სეზონში და სადაა ახლა