GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან
Aa
Aa

GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან

28 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2023 გაიმართება.

GFF Awards 2023-ზე საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

2023 წლის საუკეთესო მსაჯი

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი

ალექსანდრე ჩივაძის მედლები 2023 წლის საუკეთესო 17-წლამდე და 19-წლამდე მოთამაშეებისთვის

ამას გარდა, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა სპეციალური პრიზები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები