მადრიდის რეალი, ალ ნასრი, ემერიკ ლაპორტი
Aa
Aa

ლაპორტის უარი - რეალი კვლავ ცენტრალური მცველის ძიებაშია

მას შემდეგ, რაც დავიდ ალაბამ ტრავმა მიიღო და „რეალს“ მთელი სეზონით გამოაკლდა, მადრიდული გრანდი ახალი ცენტრალური მცველის ძიებაშია.

„სამეფო კლუბის“ ირგვლივ არაერთმა სახელმა გაიჟღერა, მათ შორის რაფაელ ვარანმა, თუმცა ფლორენტინო პერესს მისი დაბრუნება არ სურს.

როგორც აღმოჩნდა, „ბლანკოსი“ აქტიურად ცდილობდა ემერიკ ლაპორტის დაყოლიებას, რომელიც საუდის არაბეთში თამაშობს. „რეალის“ სურვილი მისი იჯარის წესით გადმოყვანა იყო, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდება.

ამის მიზეზი ის პირობებია, რომელიც ლაპორტის „ალ ნასრიში“ აქვს. პლუს სპორტული ინტერესი. არაბული გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს, ხოლო შიდა ჩემპიონატში ჩემპიონობისთვის იბრძვის.

თავის მხრივ, ემერიკის გაშვების სურვილი არც „ალ ნასრის“ აქვს, რადგან გასულ წელს მის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 25 მილიონი ევრო გადაუხადა.

აქედან გამომდინარე, მადრიდული კლუბი კვლავ ძიების პროცესშია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ფლორენტინო პერესს ვარანის დაბრუნება არ სურს. ამ ინფორმაციას MARCA ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური კლუბები ტურნირებიდან მოკვეთოს
ფიფამ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები და ბრაზილიური კლუბები ტურნირებიდან მოკვეთოს