ვალტერ მაცარი
Aa
Aa

გუნდის ავტობუსს არ გაჰყვა | მაცარი ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ჟოზე მოურინიოს ბიჭების წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო და 0:2 დამარცხდა. „ჯალოროსის“ მხრიდან თავი ლორენცო პელეგრინიმ და რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინეს.

შეხვედრის შემდეგ, იტალიურ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და დაიწერა, რომ „ნაპოლის“ თავკაცი, ვალტერ მაცარი გუნდის ავტობუსს არ გაჰყოლია. იგი ნეაპოლში ტაქსით დაბრუნდა და როგორც გაირკვა, კლუბის ხელმძღვანელობასთან ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა.

Corriere dello Sport-ის მიხედვით, მაცარიმ ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო, რომლებიც მისი ოჯახის წევრებს უკავშირდება. ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, მან საკუთარი გუნდი ავარჯიშა და მომდევნო ტურის მატჩისთვის მოამზადა, რომელიც „პარტენოპეის“ პარასკევს, „მონცასთან“ ელის.

ცნობისთვის, 17 ტურის შემდეგ, კვარაცხელიას გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე
მოურინიომ გალია მოუმზადა | რას წერს Il Mattino ხვიჩაზე