ზინედინ ზიდანი, რონალდო ნაზარიო, ტონი პარკერი
Aa
Aa

„ფეხებს შორის ბურთს ორჯერ გაგიძვრენ“ | ზიდანის ისტორია რონალდოზე

ლეგენდარული ფრანგი კალათბურთელის, ტონი პარკერის პოდკასტის, The Skweek Show-ს სტუმარი ზინედინ ზიდანი იყო. „ზიზუმ“ ბევრ თემაზე ისაუბრა და ბრაზილიელ რონალდოსთან დაკავშირებით, გულშემატკივრებს საინტერესო ისტორია გაუზიარა.

„რონალდოსთან ვერ მოიწყენდი და იყო მომენტები, როცა გეუბნებოდა: „დღეს ფეხებს შორის ბურთს ორჯერ გაგიძვრენ“. სიტყვას ყოველთვის ასრულებდა, სხვა შემთხვევაში ხუმრობების ატანა მოუწევდა. რონალდო საოცარი ფეხბურთელი იყო და ყველა პოზიციაზე შეეძლო თამაში.

კარიერის საუკეთესო მომენტი? რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონობა. მუნდიალის მოგებას ვერც ერთი შეგრძნება ვერ შეედრება. 25 წელზე მეტი გავიდა და ყველაფერი იდეალურად მახსოვს. ყველაზე ცუდი მომენტი? კანთან ერთად დაქვეითება. ბევრი არ მითამაშია, რადგან ახალგაზრდა ვიყავი და იქიდან ბორდოში გადავედი“.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი „ბორდოში“ 1996 წლამდე დარჩა და შემდეგ „იუვენტუსს“ მიაშურა. 2001 წელს, „ზიზუ“ „რეალში“ გადავიდა, საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი „სამეფო კლუბი“ ჩაიბარა და „ბლანკოსთან“ ერთად დიდ წარმატებას მიაღწია.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას დააკლდა მცველი, რომელიც ფლანგზე ჩაირბენდა“ | ცნობილი მენეჯერი ნაპოლი VS რეალზე
„ხვიჩას დააკლდა მცველი, რომელიც ფლანგზე ჩაირბენდა“ | ცნობილი მენეჯერი ნაპოლი VS რეალზე