გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჰალთან ვერ ითამაშებს | როდის დაბრუნდება გიორგი ჩაკვეტაძე?

„უოტფორდისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძეს მცირე ტრავმა აწუხებს. „ჩაკვემ“, საზარდულის დაზიანების გამო, „ნორვიჩთან“ მატჩი გამოტოვა და „კრაზანებს“ ვერც „ჰალ სიტისთან“ შეხვედრაში დაეხმარება, რომელიც 2 დეკემბერს, თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება.

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის, ვალერიენ ისმაელის თქმით, კლუბი არ აპირებს, ჩაკვეტაძის დაბრუნება დააჩქაროს და გიორგი სათამაშოდ მზად მომდევნო კვირისთვის იქნება. 9 დეკემბერს, „კრაზანები“ „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდებიან და „წმინდანებთან“ „ჩაკვეს“ მოედანზე გასვლა შეეძლება.

„ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გვაკლია, გიორგი ჩაკვეტაძეა. მას საზარდულის პრობლემა აწუხებს. არ გვინდა, გავრისკოთ და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო კვირისთვის მზად იქნება", - განაცხადა ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა.

ჩაკვეტაძე „გენტის“ საკუთრებაა და „უოტფორდში“ იჯარის წესით თამაშობს. ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის, ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა 14 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი შეასრულა, ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ 2-ჯერ გამოჩნდა.

ცნობისთვის, 18 ტურის შემდეგ, „უოტფორდს“ 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციას იკავებს. „კრაზანები“ საპლეიოფო ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან და განსაკუთრებით, სტუმრად თამაში უჭირთ. „უოტფორდმა“ გასვლაზე ჩატარებულ მატჩებში 6 ქულა აიღო და მასზე უარესი შედეგი 24-გუნდიან ჩემპიონატში მხოლოდ 4 კლუბს აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენცო: მბაპემ გვანიშნა, რომ მოგვკლავდა, ფინალს ისინი მოიგებდნენ
ენცო: მბაპემ გვანიშნა, რომ მოგვკლავდა, ფინალს ისინი მოიგებდნენ