გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მე-4 მშრალი მატჩი ჩემპიონატში | ვალენსია ექვსეულს მიუახლოვდა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურში, თავის ერთ-ერთ საყვარელ მეტოქე „გრანადას“ 1:0 აჯობა და ზედა ექვსეულს 1 ქულამდე მიუახლოვდა.

ვალენსიელებს გრანადელებთან ჩემპიონატის 27 საშინაო მატჩიდან არც ერთი წაუგიათ - 24 მოგება და 3 ფრე.

რუბენ ბარახას გუნდი ინიციატივას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა, რაც ერთადერთ გოლში აისახა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე პეპელუმ პენალტიდან შეაგდო.

„ღამურების“ უპირატესობის კარგი დასტური ისაა, რომ პრატქიკულად საქმე არ ჰქონია მამარდაშვილს. ქართველ მეკარეს თამაშში ჩართვა ერთადერთხელ მოუწია, როცა შორი მანძილიდან დარტყმული ჯარიმა იოლად დაიჭირა.

„მამარდასთვის“ ეს მე-12 მატჩში მე-4 „მშრალი კარია“. აქამდე გოლი „ლას პალმასთან“, „ატლეტიკოსთან“ და „კადისთან“ არ გაუშვა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე „მშრალი შეხვედრა“ საშინაოა.

„ვალენსიამ“, ამ გამარჯვებით, 18 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილამდე აინაცვლა - ექვსეულთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა.

მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო ტურში „სანტიაგო ბერნაბეუს“ ეწვევიან. თამაში 11 ნოემბერს, ღამის 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პასუხი კითხვაზე | არის თუ არა იაშინი GOAT-ი მეკარეებში?
პასუხი კითხვაზე | არის თუ არა იაშინი GOAT-ი მეკარეებში?