ჩავი ერნანდესი, რეალ სოსიედადი
Aa
Aa

ჩავი: რეალთან მოგება დავიმსახურეთ, დღეს სოსიედადთან არა

ლა ლიგის მე-12 ტურში „ბარსელონამ“ სან სებასტიანში „სოსიედადს“ 1:0 მოუგო.

ჩავის გუნდმა ურთულესი 3 ქულა მოიპოვა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „ბარსას“ თავკაცმა აქცენტი სწორედ ამაზე გააკეთა.

„მსგავსი გამარჯვების გემო საოცარია. ჩვენ საუკეთესოდ არ გვითამაშია, ბევრი პრობლემა გვქონდა. მაგრამ ფეხბურთი ზოგჯერ აუხსნელია. გასულ კვირას რეალთან კლასიკოს მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ დღეს შესაძლოა მოგება არ დაგვიმსახურებია.

თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ძვირფასი სამი ქულა ავიღეთ. თუმცა, ჩვენ აუცილებლად უნდა გავუმჯობესდეთ.

მხოლოდ რამდენიმე მომენტი შევქმენით, თავს არაკომფორტულად ვგრძნობდით, ეს აშკარაა. ფრე ჩვენთვის საკმარისი არ იყო. ბოლო 10 წუთში ფიზიკურად უკეთ გამოვიყურებოდით და ვმოქმედებდით.

პედრი მომავალ მატჩებში გუნდს სახეს შეუცვლის“,

- განაცხადა ჩავიმ.

„ბარსამ“ ლა ლიგაში მე-8 გამარჯვება მოიპოვა. ჩავის გუნდს 27 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგერმა 4:0 მოიგო
ალთუნაშვილის ბრწყინვალე პასი - ვოლფსბერგერმა 4:0 მოიგო