ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

მომდევნო 3 მატჩი გადამწყვეტია | რუდი გარსია გაშვების საფრთხის ქვეშაა

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიას მომავალი იტალიური პრესის ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტისთვის მომდევნო სამი მატჩი გადამწყვეტი იქნება და თუ სამივე ვერ მოიგო, პოსტის დატოვება მოუწევს.

„პარტენოპეის“ მომდევნო მეტოქეები მასზე დაბალი დონის გუნდები არიან. 4 ნოემბერს, „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება, რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. 8-ში, ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზე „უნიონ ბერლინს“ შეხვდებიან. „ნაპოლი“ მასპინძლის რანგში იქნება და გერმანული კლუბი გასვლით მატჩს საშინელი სერიით ხვდება, 12 ნოემბერს კი „პარტენოპეი“ სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ „ემპოლის“ მიიღებს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, თუ ნეაპოლელებმა 9 ქულა ვერ აიღეს, რუდი გარსიასთვის პოსტის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. მის შემცვლელებზე ჯერ არაფერი იწერება, მაგრამ Corriere dello Sport-ი აცხადებს, რომ კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი რამდენიმე ვარიანტზე ფიქრობს.

ცნობისთვის, სერია A-ს 10 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეი“ ლიდერ „ინტერს“ 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი
„კვარა ჩემს ხუთეულში შევიყვანე“ | ოქროს ბურთის გამოკითხვაში მონაწილე ჟურნალისტი