ნაპოლი, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ნაპოლის მოუგო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 88:75 დაამარცხა.

ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შენგელიამ 12 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. თოკომ 6-დან 2 საჯარიმო, 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო ჩააგდო. ასევე, ბურთი სამჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა.

5 ტურის შემდეგ, „ვირტუს ბოლონიას“ 5 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში „ვენეციასთან“ ერთად, რომლის ანგარიშზეც ასევე 5 გამარჯვებაა, 1-2 ადგილებს ინაწილებს. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, ევროლიგაზე გამართავს. „ვირტუსის“ მეტოქე „ანადოლუ ეფესი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა
„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით“ - ხვიჩა ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მივიდა