ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

გარსია მატჩის შემდეგ: „კვარას არ გაუმართლა, ჟირუს კი პირიქით“

იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლა და სანახაობრივ შეხვედრაში ფრედ, 2:2 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ მედიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას ეპიზოდზეც ისაუბრა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ბოლო წამებზე ჰქონდა.

რა თქვა გარსიამ:

როგორ ვგრძნობ თავს? ყოველთვის უკეთესია 0:2-ს აგებდე და გაათანაბრო, ვიდრე 2:0-ს იგებდე და 2 გოლი გაუშვა. ვფიქრობ, რომ ფრე სამართლიანი შედეგია. პირველი ტაიმი „მილანის“ იყო, მეორე კი ჩვენი. მომეწონა გუნდის რეაქცია, ასევე მომეწონა მეორე ტაიმის ინტენსივობა, ჩვენი შესაძლებლობების რწმენისა და მატჩის ხელახლა დაწყების ფაქტი. ასეთი თამაშების მოსაგებად იღბალიც გვჭირდება, როგორც კვარას ეპიზოდში, სადაც ბურთს არ უნდოდა კარში შესვლა, მაგრამ ჟირუს გოლის ეპიზოდში სულ სხვაგვარად მოხდა. ამ მატჩის მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „მილანი“ შესანიშნავი გუნდია.

ფორმაციის შეცვლა მინდოდა, რადგან ფეხბურთში 4-3-3 ყოველთვის არ მოქმედებს. ჩვენ გვყავს არამხოლოდ კარი ცენტრალური თავდამსხმელი, როგორიც სიმეონეა, არამედ ფეხბურთელი, რომელიც ხაზებს შორის კარგად მოძრაობს, ასეთი კი რასპადორია. ამ თამაშში დამატებითი თავდამსხმელი და მაღალი პრესინგი დაგვჭირდა, კვარაც და პოლიტანოც კარგები იყვნენ, საბოლოოდ თამაშში დავბრუნდით და შედეგიც ყველამ ვნახეთ.

10 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, „მილანი“ კი 22 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. „პარტენოპეი“ მომდევნო შეხვედრას 4 ნოემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ გამართავს.

ნაპოლი 2:2 მილანი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს
„შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, მაგრამ...“ - კვარას იტალიური მედია აფასებს