თბილისის დინამო, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

მარუშიჩის და კამარას გოლებით - თბილისის დინამომ სამგურალი დაამარცხა

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 31-ე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონი, თბილისის „დინამო“ ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 0:2 დაამარცხა.

თბილისური კლუბი 36-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა დააწინაურა, რომელმაც ანზორ მექვაბიშვილის პასი ზუსტად გამოიყენა. „დინამომ“ მეორე გოლი მეორე ნახევარში, 84-ე წუთზე გაიტანა. თავი ამჯერად უსმანე კამარამ გამოიჩინა, რომელმაც „სამგურალის“ კარი ეფექტური შორეული დარტყმით აიღო.

საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ გუნდები ერთმანეთს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4 ფინალშიც შეხვდნენ, სადაც გამარჯვება წყალტუბოელებმა, პენალტების სერიაში მოიპოვეს.

31 ტურის შემდეგ თბილისის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 58 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 9 ქულით ჩამორჩება, „სამგურალი“ კი 46 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს თასის 1/4-ფინალები - საბურთალო და ბათუმის დინამო ნახევარფინალში გავიდნენ
საქართველოს თასის 1/4-ფინალები - საბურთალო და ბათუმის დინამო ნახევარფინალში გავიდნენ