საქართველოს თასი, თბილისის დინამო, დავით ყიფიანის სახელობის თასი, წყალტუბოს სამგურალი
Aa
Aa

საქართველოს თასი: სამგურალმა დინამოს პენალტების სერიაში მოუგო

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მესამე მეოთხედფინალურ მატჩში, ზესტაფონის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა დაძაბულ ბრძოლაში პენალტების სერიაში დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები ფრედ, 1:1 მორჩა. ანგარიში მე-40 წუთზე ბექა დარცმელიამ საჯარიმო დარტყმით გახსნა და „სამგურალი“ დააწინაურა. „დინამომ“ წონასწორობა მეორე ნახევრის დებიუტში, 51-ე წუთზე აღადგინა, გოლი კი ლაშა ოდიშარიამ გაიტანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი იმერული გუნდი აღმოჩნდა. წყალტუბოელებმა თერთმეტმეტრიანების სერია 5:3 მოიგეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. „სამგურალის“ ფეხბურთელებმა ხუთიდან ხუთივე პენალტი ზუსტად შეასრულეს, ნიშნულთან კი ბექა დარცმელია, დენის ბალანიუკი, ომარ პატარკაციშვილი, შარბელ გომეზი და ალექსანდრე ვერულიძე მივიდნენ. ამ უკანასკნელის დარტყმა კი გადამწყვეტი აღმოჩნდა. „დინამოდან“ კი პირველი დარტყმა გიორგი ხარაიშვილმა გააფუჭა, შემდეგ კი ანზორ მექვაბიშვილის, დავით კობოურისა და უსმანე კამარას შესრულება ზუსტი იყო.

წყალტუბოს „სამგურალი“ ნახევარფინალში „საბურთალოს“ და ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა, დასკვნითი მეოთხედფინალური შეხვედრა კი დღეს, ფოთში გაიმართება, სადაც „კოლხეთი 1913“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი ლიდერია. ნახეთ, რა გააკეთა გოლის ეპიზოდში?“ - იუვეს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე
„ნამდვილი ლიდერია. ნახეთ, რა გააკეთა გოლის ეპიზოდში?“ - იუვეს ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩაზე