ვაკო ყაზაიშვილი, ულსან ჰიუნდაი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონია

სამხრეთ კორეის 2023 წლის ჩეპიონი „ულსან ჰიუნდაი’’ გახდა. ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა ჩემპიონობა 35-ე ტურში „ტეგუსთან’’ მოგებულ საშინაო მატჩში გაინაღდა (2:0). ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური რჩება, მეორეადგილოსანი „პჰოჰანი’’ 10-ქულიან სხვაობას ვერ აღმოფხვრის.

„ტეგუსთან’’ მოგებულ მატჩში ვაკო ყაზაიშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არაა.

ამ სეზონში 30 წლის ქართველმა ფეხბურთელმა K ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო, 11-დან მხოლოდ 1 გაიტანა პენალტის ნიშნულიდან. საერთო ჯამში კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში პროდუქტიულობას მნიშვნელოვნად მოუკლო. ზედიზედ 12 მატჩია ვაკო ყაზაიშვილს გოლი არ გაუტანია. თუ აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებსაც ჩავთვლით, მისი უგოლო სერია 14 შეხვედრას მოიცავს.

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა (2022, 2023).

2021 წლის ზამთრიდან „უსლან ჰიუნდაისთვის'' თამაშობს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები