მილანი, პსჟ, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლი: “პსჟ-სთან გაცილებით ნაკლები გოლის გატანის შანსი გვექნება“

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. პსჟ „მილანს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„ვფიქრობ, პირველი ორი მატჩიდან გაცილებით მეტს ვიმსახურებდით. ფეხბურთი უცნაური სპორტია. ყველგან უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ერთმა გოლმა ბევრი რამ გადაწყვიტა. ჩემი აზრით, პსჟ-სთან გოლის გატანის გაცილებით ნაკლები შანსი გვექნება, მაგრამ ვინ იცის? შესაძლოა 4 დარტყმით 5 გოლი გავიტანოთ.

„პარი სენ ჟერმენთან“ მომავალი ორი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გადამწყვეტი არა. ამ ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გასული გუნდების ვინაობა ბოლო ტურში უნდა გაირკვეს. ფეხბურთელებს თავიანთ ხასიათზე ბევრი ვესაუბრე. პსჟ-ს დამარცხება მხოლოდ გაბედულობით შეგვიძლია.

სანაკრებო პაუზის დროს, დონარუმას მილანელოზე შევხვდი. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და ბოლო წუთამდე „მილანისთვის“ თავს არ ზოგავდა. სამწუხაროდ, მან სხვა გუნდზე შეაჩერა არჩევანი. ხვალ აუცილებლად ჩავეხუტები მატჩის შემდეგ.“

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ჯგუფს 4 ქულით „ნიუკასლი“ ლიდერობს. მეორე პოზიციაზე „პარი სენ ჟერმენია“ 3 ქულით. „მილანი“ 2 ქულით მესამე პოზიციაზე მოგვევლინა, ხოლო ცხრილის ბოლო ნაწილში 1 ქულით „დორტმუნდია“. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 25 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პუშიჩი დანიშნეს - აზაროვს და გოჩოლეიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავთ
პუშიჩი დანიშნეს - აზაროვს და გოჩოლეიშვილს ახალი მწვრთნელი ჰყავთ