არსენალი, მაურისიო პოჩეტინო, ენცო ფერნანდესი, მოიზეს კაისედო
Aa
Aa

“ასე კლუბის მფლობელი მომკლავდა“ - პოჩეტინო დერბის შემდეგ

პრემიერ ლიგის გასულ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „ჩელსიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„არისტოკრატების“ ძირითად შემადგენლობაში კაისედო და ენცო ფერნანდესი თამაშობდნენ, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს თავიანთ ნაკრებებს ეხმარებოდნენ და საკმაოდ დიდი დატვირთვა მიიღეს.

მატჩის დასრულების შემდეგ, პოჩეტინომ კომენტარი ამ საკითხზე გააკეთა. როგორც ჩანს, არგენტინელი სპეციალისტი მათ დასვენებას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა.

პოჩეტინო:

„კაისედომ და ფერნანდესმა სანაკრებო პაუზის დროს დიდი დატვირთვა მიიღეს. ზოგადად, არ შეიძლება ფეხბურთელმა სამშაბათს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს და შაბათს კლუბში, მაგრამ ჩვენ „არსენალის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ.

მე, რომ ისინი სათადარიგოთა სკამზე დამეტოვებინა გულშემატკივრები და კლუბის მფლობელი მომკლავდნენ. ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვნები არიან და იმედი მაქვს, დასვენებას შეძლებენ.“

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ „არსენალს“ პალმერის და მუდრიკის გოლებით 2:0 ამარცხებდა, მაგრამ „მეთოფეებმა“ მატჩის შემოტრიალება შეძლეს. სტუმართა მხრიდან გოლები რაისმა და ტროსარდმა გაიტანეს.

ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები