გიორგი მიქაუტაძე, იბრაჰიმ აფელაი, რაფაელ ვან დერ ვაარტი
Aa
Aa

„ამ ფეხბურთელებით ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ“ | ვან დერ ვაარტი და აფელაი აიაქსზე

გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ უდიდესი კრიტიკის ქვეშაა მოქცეული. ამსტერდამელებმა ნიდერლანდების ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგეს და „უტრეხტთან“ მატჩის შემდეგ, რომელიც 3:4 დათმეს, ქართველი ფეხბურთელის გუნდზე იბრაჰიმ აფელაიმ და რაფაელ ვან დერ ვაარტმა ისაუბრეს.

აფელაი: „აიაქსს უბრალოდ არ აქვს ხარისხი, რომელსაც მისგან ვართ შეჩვეული და კლუბს პრიორიტეტების შეცვლა მოუწევს. ამ წუთისთვის, ისინი არ იკავებენ პოზიციას, რომელსაც იმსახურებენ და მჯერა, ჩემპიონატს უფრო მაღალ ადგილზე დაასრულებენ, მაგრამ ამ ფეხბურთელებით აიაქსისგან ბევრს არ უნდა ველოდოთ. საუკთესო შედეგი, რომლის მიღწევაც ამ გუნდს შეუძლია, ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაა“.

ვან დერ ვაარტი: „აიაქსმა ექსელსიორივით უნდა დაიწყოს თამაში. საჭიროა გაითავისონ, რომ მეტოქეებზე უკეთესები აღარ არიან, რადგან ამისთვის აუცილებელი ხარისხი აღარ აქვთ. კარგი ფეხბურთელებიც დაბალ დონეზე დაჰყავთ და ამ მომენტისთვის, აიაქსმა გავარდნის კანდიდატივით უნდა იფიქროს. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა“.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის გუნდს 7 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილს იკავებს. ამსტერდამელები მომდევნო შეხვედრას 29 ოქტომბერს გამართავენ და სტუმრად ჩემპიონატის ლიდერს, პსვ-ს დაუპირისპირდებიან, რომელსაც 9-დან 9 გამარჯვება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა
„სულერთია მწვრთნელი ვინ იქნება“ - სნეიდერმა მიქაუტაძის აიაქსზე ისაუბრა