მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„სეხუდოსთან ბრძოლას ამიტომ დავთანხმდი“ - მერაბმა მიზეზებზე ისაუბრა

UFC-ის სუპერმსუბუქი კატეგორიის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ვატო ღვინჯილიას პოდკასტში დაადასტურა ინფორმაცია, რომ მომდევნო ბრძოლა ჰენრი სეხუდოსთან იქნება.

„მანქანამ“ განმარტა, რომ ამერიკელი მებრძოლის შემოთავაზებას იმის გამო დათანხმდა, რომ ახლანდელი ჩემპიონი, შონ ომალი ქამრის დაცვისთვის მარლონ „ჩიტო“ ვერას დაუპირისპირდება.

რას ამბობს მერაბი:

ვინაიდან, შონ ომალი ახალი ჩემპიონია, UFC-იმ მითხრა, რომ მას აძლევენ იმას, რაც სურს. მას არ უნდა რეალურ კანდიდატებთან ბრძოლა, როგორც მაგალითად ალჯო აკეთებდა. ომალი კი ადგა და ისეთ მებრძოლთან აირჩია ქამრისთვის ჩხუბი, რომელიც ბოლოსწინა ბრძოლაში რასაც ჰქვია გაანადგურეს. არ ვამბობ, რომ ჩიტო ვერა ცუდი მებრძოლია, მაგრამ სატიტულო ბრძოლას ნამდვილად არ იმსახურებს. ერთი სიტყვით, ომალი ხვდება ჩიტო ვერას, ეს გადაწყვეტილია, რადგან ომალიმ გამოიწვია და ვერაც რა თქმა უნდა თანახმაა, ამაში UFC-იც ხელს უწყობს.

მე მითხრეს, შეგიძლია დაელოდოო, მაგრამ ეს ბრძოლა თებერვლამდე არ იქნება. ომალის ასვენებენ, როგორც ახალ ჩემპიონს. მითხრეს, რომ მათ დავლოდებოდი, მაგრამ როდის ისინი იჩხუბებენ და შემდეგ როდის მე შევხვდები... ამის გამო ვამჯობინე, რომ ჰენრი სეხუდოს გამოწვევას დავთანხმებოდი. სხვათა შორის, ჩემთვის ძალიან რთული და დიდი გამოწვევაა, რადგან სეხუდო ორი წონის ჩემპიონია და ორივე წონაში ორ-ორჯერ მოიგო. ასევე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონიცაა და სტილისტურად ერთ-ერთი გამოცდილი და რთული მოწინააღმდეგეა. ეს მატჩი ჩემთვის მარტივი არ იქნება, მაგრამ როგორც იცით, გამოწვევები მიყვარს და საბრძოლველად მზად ვიქნები.

რაც შეეხება დღეს, მკითხეს, როდის მინდოდა მასთან ბრძოლა, მე კი ვუთხარი, რომ ხელზე მცირე ტკივილების მიუხედავად, დეკემბერშიც თანახმა ვიქნებოდი. მითხრეს, რომ სავარაუდოდ იანვარში იქნება. ზუსტი დღე არ ვიცი და ჯერჯერობით კონტრაქტიც არ აქვთ გამოგზავნილი. არც ისაა გამორიცხული, რომ მე და ჰენრი სეხუდო ომალისა და ჩიტო ვერას ქარდზე გვაჩხუბონ, რადგან თუ რომელიმე მებრძოლი მზადების დროს ტრავმას მიიღებს, მათ ჩვენი ბრძოლით დააზღვევენ.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა ბოლოს 2023 წლის მარტში, პიოტრ იანის წინააღმდეგ იბრძოლა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ჰენრი სეხუდომ კი თავისი ბოლო ბრძოლა მერაბის უახლოეს მეგობართან, ალჯამეინ სტერლინგთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პატივი ეცი ჩემს სახელს!“ - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევას დათანხმდა
„პატივი ეცი ჩემს სახელს!“ - დვალიშვილი სეხუდოს გამოწვევას დათანხმდა