ამსტერდამის აიაქსი, მორის სტეინი
Aa
Aa

„ვგრძნობ, რომ ყველა მენდობა. წასვლა არ მინდა“ - აიაქსის მწვრთნელი

ნიდერლანდების ჩემპიონატის მორიგ ტურში, ამსტერდამის „აიაქსი“ სტუმრად „უტრეხტს“ დაუპირისპირდა და 7-გოლიან ტრილერში 4:3 დამარცხდა.

ამსტერდამელთა მთავარმა მწვრთნელმა, მორის შტეინმა გიორგი მიქაუტაძეს კვლავ მცირე სათამაშო დრო მისცა. ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 90-ე წუთზე გამოჩნდა და მსაჯის მიერ კომპენსირებული 8 წუთი ითამაშა, თუმცა, შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ერედივიზიონში“ ცუდი შედეგების მიუხედავად, იმედი აქვს, რომ ხელმძღვანელები თანამდებობას არ დაატოვებინებენ.

რა თქვა მორის შტეინმა:

რა თქმა უნდა, კრიზისი არსებობს და ამით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ კლუბში ყოფნის პერიოდში როგორც ჩემი ფეხბურთელების, ისე პერსონალისა და ხელმძღვანელების მხრიდან ნდობას ვგრძნობ. ფაქტობრივად, ჩემი ყველას სჯერა. ლუი ვან გაალთან საუბარი მქონდა, მაგრამ საუბრის დეტალები ჩვენს შორის დარჩება.

ბოლო თამაში 12 აგვისტოს მოვიგეთ და ეს ჩემთვის დიდი დარტყმაა. მაგრამ ახლა საკუთარ თავთან ახლოს უნდა ვიყო, ერთადერთი ამის გაკეთება შემიძლია. მებრძოლი და „აიაქსის“ მიმართ 100%-ით ერთგული ვარ. თანამდებობის დატოვება? თუ „აიაქსს“ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის და შედეგის მიღწევის სხვა ვარიანტი აქვს, ვინ ვარ მე, რომ წინ აღვუდგე? ამას მე ვერ გავაკონტროლებ. ორშაბათს ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შევხვდები და ყველა სურათს განვიხილავთ.

ცნობისთვის, ამსტერდამის „აიაქსმა“ ერედივიზიონში ბოლო 4 შეხვედრა დათმო და ახლა, 5 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება. გიორგი მიქაუტაძის გუნდს 7 შეხვედრიდან 1 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება აქვს. ამსტერდამელები მომდევნო მატჩს უეფას ევროპა ლიგაზე, სტუმრად „ბრაიტონთან“ გამართავენ. შეხვედრა 26 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ხასიათი აქვს და იცის, რატომ არის აიაქსში - არველაძე მიქაუტაძეზე
კარგი ხასიათი აქვს და იცის, რატომ არის აიაქსში - არველაძე მიქაუტაძეზე