გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

შედეგიანი მატჩები - ბითაძემ და მამუკელაშვილმა NBA-სთვის მზადება დაასრულეს

NBA-ს რეგულარული სეზონის დაწყებამდე გუნდებმა ბოლო ამხანაგური შეხვედრები გამართეს. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ბრაზილიურ „ფლამენგოს“ 109:75 მოუგო. სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტს“ 122:117 სძლია.

ბითაძემ 21:48 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო. გოგას 6-დან 3 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო გამოიყენა.

მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ 7 წუთი ითამაშა. 8 ქულა ჩააგდო, 1 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა. „მამუს“ თამაშიდან 4 სროლა ჰქონდა, რომელთაგან 3 ზუსტი იყო.

რაც შეეხება სეზონის სტარტს, „ორლანდო მეჯიქი“ პირველ შეხვედრას 26 ოქტომბერს შინ „ჰიუსტონთან“ გამართავს. „სან ანტონიო“ კი „დალასს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 12 ქულა - ტენერიფემ შოლე 20 ქულით დაამარცხა
შერმადინის 12 ქულა - ტენერიფემ შოლე 20 ქულით დაამარცხა