პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი
Aa
Aa

„ოქროს ბურთის ორი ვერსიაა საჭირო. ერთი მესისთვის, მეორე - სხვებისთვის“ - გუარდიოლა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ოქროს ბურთის წლევანდელ დაჯილდოებაზე ისაუბრა. „ქალაქელთა“ თავკაცს ჰკითხეს, რა შანსი აქვს ერლინგ ჰოლანდს, რომ პრესტიჟული ჯილდო წლეულს დაისაკუთროს, რასაც ესპანელმა სპეციალისტმა საინტერესოდ უპასუხა.

„ოქროს ბურთის ორი ვერსია უნდა არსებობდეს. ერთი ლიონელ მესისთვის, მეორე - ყველა დანარჩენისთვის, რაც ჰოლანდს ჯილდოს მოგების საშუალებას მისცემდა. ტრებლი მოვიგეთ და ერლინგმა 50 მილიონი გოლი გაიტანა. თუმცა, მესის ყველაზე ცუდი სეზონი, სხვების ყველაზე კარგ სეზონს უდრის“.

ოქროს ბურთის 30 ნომინანტი

ხვიჩა კვარაცხელია, ვინისიუს ჯუნიორი, ერლინგ ჰოლანდი, ნიკოლა ბარელა, ხულიან ალვარესი, ჯუდ ბელინგემი, კარიმ ბენზემა, იასინ ბონო, კევინ დე ბრუინი, რუბენ დიაში, ანტუან გრიზმანი, ილქაი გიუნდოგანი, იოსკო გვარდიოლი, ჰარი კეინი, რანდალ კოლო მუანი, რობერტ ლევანდოვსკი, ემილიანო მარტინესი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, კიმ მინ-ჯე, ლუკა მოდრიჩი, ჯამალ მუსიალა, მარტინ ოდეგორი, ანდრე ონანა, ვიქტორ ოსიმენი, ბუკაიო საკა, როდრი, მოჰამედ სალაჰი და ბერნარდუ სილვა.

ცნობისთვის, ოქროს ბურთის დაჯილდოება 30 ოქტომბერს გაიმართება და ესპანური პრესის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ლიონელ მესის გადასცემენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბელგიაში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ იყო“- როგორ უთხრა ქართველმა მეკარემ უარი ბელგიას
„ბელგიაში დავიბადე, მაგრამ საქართველო ჩემს სახლში სულ იყო“- როგორ უთხრა ქართველმა მეკარემ უარი ბელგიას