ჰამასის ტერორისტული თავდასხმისას ჰაპოელის აკადემიის მოთამაშეები დახოცეს
Aa
Aa

ჰამასის ტერორისტული თავდასხმისას ჰაპოელის აკადემიის მოთამაშეები დახოცეს

ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის მეოთხე დღეს, საკალათბურთო კლუბმა, „ჰაპოელ თელ ავივმა“ განცხადება გაავრცელა და საკუთარ გულშემატკივრებს შემზარავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც კლუბი იტყობინება, ჰამასის თავდასხმას მისი აკადემიის ორი კალათბურთელი ემსხვერპლა.

იფტახ და იონათან კოცი ძმები იყვნენ და ჰამასის ტერორისტებმა ისინი საკუთარ სახლში ჩაცხრილეს. მათ გარდა, მოკლულთა შორის არიან მათი მამა ავივი, დედა ლივნატი და და როტემი. ისინი კიბუცში ცხოვრობდნენ, სადაც ჰამასის ტერორისტულ აქტს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 250 ადამიანამდე ემსხვერპლა.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მცირე სათამაშო დრო და პროდუქტიული გოგა | ბითაძის 7 ქულა პელიკანსთან
მცირე სათამაშო დრო და პროდუქტიული გოგა | ბითაძის 7 ქულა პელიკანსთან