ნაპოლი, ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი, რუდი გარსია
Aa
Aa

Sky Sports: თუ გარსია წავა, დე ლაურენტისის პრიორიტეტი კონტე იქნება

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერჯერობით რუდი გარსიას პოსტს საფრთხე არ ემუქრება.

ფრანგი სპეციალისტი და აურელიო დე ლაურენტისი ერთმანეთს შეხვდნენ და არსებული პრობლემები განიხილეს. CalcioNapoli წერს, რომ ამ მომენტისთვის სიტუაცია დალაგებულია.

სულ ცოტა ხნის წინ კი Sky Sports-მა საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. ვიგებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტს დიდი ხანია ანტონიო კონტეს დანიშვნა სურს.

თუ გარსია სიტუაციას ვერ შეცვლის და გუნდის შედეგები არ გაუმჯობესდება, რა თქმა უნდა, ის გუნდს დატოვებს და მისი შემცვლელად გამოცდილი იტალიელი სახელდება.

Sky Sports-მა საინტერესო ანალიზი შემოგვთავაზა:

„აურელიო დე ლაურენტისს ბევრი ფულის დახარჯვა არ უყვარს და თუ კი ვინმეს გამო ამას გააკეთებს, ეს მხოლოდ ანტონიო კონტეა. უკანა პლანზე იგორ ტუდორია, მაგრამ გუნდის პრეზიდენტის პრიორიტეტი მხოლოდ ანტონიოა.“

შეგახსენებთ, სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. ამ წაგების შემდეგ, „პარტენოპეის“ 14 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება. ლიდერ „მილანს“ კი 7 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა
სერია ა-ს ტურის სიმბოლური - ჟირუ საუკეთესო მეკარედ დასახელდა