ნაპოლი, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

ნაკრებთან ერთად ვერ ვარჯიშობს - დი ლორენცო ტრავმირებულია

სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლიმ“ „ფიორენტინას“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. დღეს კი ლუჩიანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების შეკრება დაიწყო.

ეროვნულ ნაკრებში, რა თქმა უნდა, ჯოვანი დი ლორენცოც არის გამოძახებული. CalcioNapoli არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ დი ლორენცოს ტრავმა აქვს და „აძურისთან“ ერთად ვერ ვარჯიშობს. გამოქვეყნებულ ფოტოში ჩანს, რომ „ნაპოლის“ უკანახაზელი სათადარიგოთა სკამზე უქმად ზის და სავარჯიშო სესიაში მონაწილეობას არ იღებს.

ეს ამბავი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში „ნაპოლისთვის“ არის უსიამოვნო, რადგან ჯოვანის გარეშე გარსიას გუნდის დაცვის ხაზი ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გამოტოვებს დი ლორენცო, მაგრამ თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს, წესით საქმე სერიოზულ დაზიანებასთან არ უნდა გვქონდეს და დი ლორენცო სულ მალე განაახლებს ვარჯიშს.

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინასთან“ წაგების შემდეგ, „ნაპოლის“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 14 ქულა დარჩა და მეხუთე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნეაპოლელი ჟურნალისტი: “რუდი გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება“
ნეაპოლელი ჟურნალისტი: “რუდი გარსიას გათავისუფლება არ იგეგმება“