რომა, რომელუ ლუკაკუ, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

“განსაკუთრებულთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს“ - ლუკაკუ მოურინიოზე

რომელუ ლუკაკუმ სერია ა-ს გასულ ტურში „კალიარის“ ორი გოლი გაუტანა და ზოგადად, ბელგიელი თავდამსხმელი „ჯალოროსის“ კარგად შეეწყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოა. ამ საკითხზე, ლუკაკუმ ისაუბრა.

ლუკაკუ:

„მე პროფესიონალი ვარ და ზაფხულში ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ჩემს ფიზიკურ ფორმაზე ყურადღებას ამახვილებდნენ და უამრავ კითხვას მისვამდნენ. მე კი პასუხის გაცემა მოედანზე მირჩევნია და რეალურად ახლა ამას ვაკეთებ.

ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ. მოურინიოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს. ის კარგად მიცნობს მე, ჩემს ოჯახს და ასე შემდეგ.. ჟოზე არის ადამიანი, რომელსაც შემიძლია მენდო და ასევე ისიც უსიტყვოდ მენდობა. მოურინიო ძალიან მომთხოვნია, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ფეხბურთელის განვითარება.“

შეგახსენებთ, რომ ბელგიელ თავდამსხმელს სხვადასხვა მწვრთნელებთან გამუდმებით პრობლემები ჰქონდა. ამის გამო ლუკაკუ თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ თამაშობდა.

ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის ფონზე კი რომელუმ ყველა ტურნირზე ერთად „რომას“ შემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსებზე აკრძალვა გაგრძელდება? - უეფა საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს
რუსებზე აკრძალვა გაგრძელდება? - უეფა საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს