ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

გაუმჯობესებული პირობები - სიტი ჰოლანდთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

„მანჩესტერ სიტი“ და ერლინგ ჰოლანდი კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავენ.

Daily Mail-ის ჟურნალისტის ჯეკ გოგანის თქმით, „სიტი“ გეგმავს, რომ ნორვეგიელ თავდამსხმელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2028 წლამდე ან უფრო მეტი ვადით შეძლებენ. მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდე მოქმედებს.

ახალი ხელშეკრულების პირობები მოიცავს ფეხბურთელის ხელფასის კვირაში 400 ათას ფუნტამდე გაზრდას და ასევე მნიშვნელოვან პრემიებს.

ჰოლანდი „სიტის“ „დორტმუნდის ბორუსიადან“ 2022 წელს შეუერთდა. პრემიერ ლიგაში ნორვეგიელმა 42 მატჩი ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდმა პრემიერ ლიგის 7 შეხვედრაში 8 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ნორვეგიელს თავი არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უახლოესი საათები გადამწყვეტია - საზონოვის დერბიში თამაში კვლავ საეჭვოა
უახლოესი საათები გადამწყვეტია - საზონოვის დერბიში თამაში კვლავ საეჭვოა