ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, რუდი გარსია
Aa
Aa

ლო მონაკო: “გარსია ხვიჩას თავისი პროექტის მთავარ ფიგურად არ თვლის“

ხვიჩა კვარაცხელიას და მთლიანად „ნაპოლის“ მდგომარეობა საკმაოდ არასასიამოვნოა. ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პალერმოს“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და იტალიაში ცნობილმა პერსონამ პიეტრო ლო მონაკომ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

რა თქვა ლო მონაკომ?

„ვხედავთ, რომ რუდი გარსია ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად ცვლის. ქართველი იმ ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც არ უნდა შეცვალო. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. ფრანგი მწვრთნელი „კვარას“ თავისი პროექტის მთავარ ფიგურად არ თვლის.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველაზე ტურნირზე ერთად მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. გოლი კი მიმდინარე წლის 19 მარტის შემდეგ არ გაუტანია.

რაც შეეხება „ნაპოლის“, სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მეშვიდე ადგილზეა. გარსიას გაწვრთნილმა გუნდმა ბოლო 3 მატჩიდან ვერცერთი ვერ მოიგო. 2 ფრე და 1 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკრაინელებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს
უკრაინელებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს