რონალდ კუმანი
Aa
Aa

“სხვის აზრს პატივი უნდა ვცეთ“ - კუმანმა ვან გაალი დაიცვა

ბოლო დღეების განმავლობაში, ლუის ვან გაალის სიტყვები ვირუსივით მოედო მსოფლიოს. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი დადგმული იყო და ლიონელ მესის ჩემპიონობა წინასწარ იყო გადაწყვეტილი.

ვან გაალის ამ ნათქვამს კიდევ ერთი ნიდერლანდელი სპეციალისტი რონალდ კუმანი გამოეხმაურა და თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

კუმანი:

„პირადად მე ასეთ რამეს არასდროს ვიტყოდი, მაგრამ თითოეული ადამიანის აზრს პატივი უნდა ვცეთ. ფეხბურთი უცნაურია. მაგალითად, ჩემი კატალონიური კარიერის დროს, ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ „ბარსელონას“ „რეალთან“ შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, თუ რაიმეს ვერ ასაბუთებ, ჯობს საერთოდ არაფერი თქვა.“

შეგახსენებთ, რომ ვან გაალის ამ განცხადებას ვან დაიკიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის მის აზრს არ იზიარებს და მესიმ დამსახურებულად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი.

ასევე შეგახსენებთ, 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში არგენტინა ნიდერლანდებს შეხვდა. ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ალბისელესტემ“ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები