ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ესპანეთის ნაკრების თავის ტკივილი | AS-ის სტატია კვარაცხელიაზე და საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო შეხვედრას 8 სექტემბერს გამართავს და ესპანეთს დაუპირისპირდება. გავლენიანმა ესპანურმა გამოცემამ, AS-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „ჯვაროსნებზე“ და მათ ლიდერზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა.

„ნაპოლის ბრწყინვალე გარემარბი და საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის მოხვედრას საფრთხის ქვეშ აყენებს. მისი სისწრაფისა და ფლანგზე რიცხობრივი უპირატესობის შექმნის უნარის გამო, დე ლა ფუენტე აღელვებულია და გადაწყვიტა, კვარაცხელიას შესაჩერებლად ნაკრებში ასპილიკუეტა და კარვახალი გამოეძახებინა, რომლებიც ფიზიკურად ძლიერი და გამოცდილი მარჯვენა მცველები არიან. თუმცა, შესაძლოა, ესპანეთს სიურპრიზი გაუკეთონ. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ხვიჩას მარჯვენა გარემარბად ტესტავს. ესპანეთის ნაკრებში მარცხენა მცველები ბალდე და გაია არიან და ორივე მათგანი ზედმეტად შემტევი სტილის უკანახაზელია, რათა კვარაცხელიასთან გამკლავება შეძლონ.

კვარა ერთადერთი არაა, რომელთან გამკლავებაც შესაძლოა, პრობლემად იქცეს. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპების აუტსაიდერი აღარაა და ჯვაროსნების რიგებში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელები ასპარეზობენ. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი ლიდერის დონისთვის ჯერ არ მიუღწევიათ, მაგრამ შეუძლიათ, ესპანეთს დიდი ბრძოლა გაუმართონ. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ზემოთ ხსენებული კვარაცხელიას გარდა, საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელთა შორის არიან ტორინოს მცველი საბა საზონოვი, უოტფორდის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, ბორდოს შემტევი ზურიკო დავითაშვილი, აიაქსის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, ლევანტეს ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი და დინამო თბილისის მცველი სანდრო კალანდაძე. ამასთან, საქართველოს ნაკრებში თამაშობს ვალენსიას მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში რეალის რადარზე იყო. მოკლედ, საქართველო კარგი გუნდია, რომელსაც ვილი სანიოლის სახით, კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას „დინამო არენა“ უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია
„საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება“ | კეპამ კვარა და მამარდა გამოარჩია