ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

უეფა-ს გვერდი გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას სახელის სწორად წარმოთქმას ასწავლის

მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთმა გაიცნო, მისი გვარის წარმოთქმა დღემდე ბევრ ადამიანს უჭირს.

უეფა-ს ოფიციალური გვერდი გულშემატკივრებს სახალისო ჩელენჯს სთავაზობს. ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, რომელსაც ასეთი სათაური აქვს:

„როგორ წარმოვთქვათ კვარაცხელია სწორად.“

ვიდეოში „ჯვაროსნების“ შემტევი გარკვევით ამბობს თავის სახელს და გვარს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე, „კვარამ“ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ნაპოლი“ მეოთხედფინალში „მილანთან“ დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა. მიუხედავად ამისა, გასული წლის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მაინც ხვიჩა კვარაცხელია გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასპილიკუეტა: „საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია, კვარა განსხვავებას ქმნის“
ასპილიკუეტა: „საქართველოსთან მატჩი ფინალის ტოლფასია, კვარა განსხვავებას ქმნის“