პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე
Aa
Aa

ესპანური მედია: პერესი პსჟ-ს მბაპეს თაობაზე ოფიციალურად მიმართავს

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის „რეალი“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს კილიან მბაპეს თაობაზე „პარი სენ ჟერმენს“ ოფიციალურად მიმართავს.

ესპანური გამოცემა Vozpopuli ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ფლორენტინო პერესი ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად არის.

წყაროს ცნობით, მათ ექსკლუზიური ინფორმაცია ჩაუვარდათ, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი „სამეფო კლუბს“ სულ მალე შეუერთდება, თუმცა სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება.

„ბლანკოსის“ პრეზიდენტს კილიანის გადაბირება აღარ სურდა, თუმცა კარიმ ბენზემას საუდის არაბეთში წასვლამ და ვინისიუს ჯუნიორის მოულოდნელმა ტრავმამ პერესი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ აიძულა.

Vozpopuli წერს, რომ კილიანი საკმაოდ ძვირი დაჯდება მიუხედავად იმისა, რომ მას კონტრაქტი 1 წელიწადში ეწურება. ასევე, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონის ანაზღაურება 50 მილიონი ევრო იქნება, რაც იმაზე ბევრად ნაკლებია, რამდენიც პსჟ-ში აქვს.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობს და მეტწილად მბაპეს „რეალში“ გადასვლა ამაზეა დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირადი დეტალები შეთანხმებულია - კუკურეია მანჩესტერს უახლოვდება
პირადი დეტალები შეთანხმებულია - კუკურეია მანჩესტერს უახლოვდება