გიორგი მამარდაშვილი, დავიდ დე ხეა
Aa
Aa

მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია | რეალმა კურტუას შემცვლელი იპოვა?

მადრიდის „რეალი“ ტიბო კურტუას შემცვლელს ეძებს. ბელგიელმა მეკარემ უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, „სამეფო კლუბმა“ სასურველი კანდიდატი უკვე შეარჩია და ის გიორგი მამარდაშვილი არაა, რომელსაც „რეალს“ ესპანური გამოცემები უკავშირებდნენ.

ავტორიტეტული ბრიტანული რადიოს, TalkSport-ის ინფორმაციით, მადრიდელები დავიდ დე ხეას გაფორმებას აპირებენ. მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია შესული. დე ხეა თავისუფალი აგენტია და „რეალს“ მის სანაცვლოდ არაფრის გადახდა არ მოუწევს.

TalkSport-ის ცნობით, იმ ფაქტმა, რომ დე ხეა თავისუფალი აგენტია, გადამწყვეტი როლი ითამაშა და მხარეები გარიგების დახურვასთან ერთ ნაბიჯში არიან. ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ, ესპანელი მეკარის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ დე ხეას გაფორმება 2015 წელსაც უნდოდა და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ სატრანსფერო თანხაც შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ ფაქსის გაუმართავი აპარატის გამო, დოკუმენტების დროულად გაფორმება ვერ მოხერხდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა