ჰარი კეინი
Aa
Aa

კლუბები შეთანხმდნენ, მაგრამ | კეინი ტოტენჰემში დარჩენისკენ იხრება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარი თემა ჰარი კეინის ტრანსფერია. ინგლისელი სუპერვარსკვლავის გაფორმებით „ბაიერნი“ ინტერესდება და „ტოტენჰემის“ დაყოლიება გაჭირვებით მოახერხა, მაგრამ ახალ პრობლემას შეეჩეხა.

„რეკორდმაისტერი“ და „დეზები“ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის გამოსასყიდ თანხაზე შეთანხმდნენ, მაგრამ შესაძლოა, ტრანსფერი მაინც ჩაიშალოს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports-ი იუწყება, რომ კეინი „ტოტენჰემში“ დარჩენისკენ იხრება.

კლუბების შეთანხმების შემდეგ, ჯერი ინგლისელ ფეხბურთელზე მიდგა და საბოლოო გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო. როგორც ჩანს, ჰარის „ბაიერნში“ წასვლას „ტოტენჰემში“ თამაშის გაგრძელება ურჩევნია. იმავე ინფორმაციას ავრცელებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფლორიან პლეტენბერგი. მისი თქმით, კეინი „ტოტენჰემის" დატოვებაზე ყოყმანობს და ამ ეტაპისთვის, მისი წასვლის შანსები 50/50-ზეა.

შეგახსენებთ, ჰარი კეინი „დეზების“ აკადემიას 2004 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა. 2011 წლიდან დღემდე, 30 წლის თავდამსხმელმა „ტოტენჰემის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 435-ჯერ მოირგო, 280 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა
Le Parisien: მბაპემ პსჟ-ში დარჩენა გადაწყვიტა