გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მისი ოცნება იყო | ლიონს მიქაუტაძის გაფორმების შანსი პრაქტიკულად არ აქვს

„მეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა და ევროპული კლუბების ყურადღება მიიქცია. ახალგაზრდა თავდამსხმელს ბევრი მსურველი ჰყავს, თუმცა მისი კლუბისთვის წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს.

მიქაუტაძის მომავალზე სტატიას ფრანგული ვებგვერდი, olympique-et-lyonnais.com აქვეყნებს და საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. olympique-et-lyonnais.com „ლიონთან“ დაახლოებული ვებგვერდია და აცხადებს, რომ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს.

„მიქაუტაძე ძალიან პოპულარულია ბარნლიში, რომელიც პრემიერ ლიგაში დაბრუნდა, თუმცა L’Equipe-ისა და იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, გიორგი ყოფილ კლუბში, ლიონში დაბრუნებაზე ოცნებობს“ - წერს ფრანგული გამოცემა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ლიონს“ მაღალი დონის შემტევი სჭირდება, რომელიც ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად, მეტოქე გუნდის მცველებს საქმეს ერთიორად გაურთულებს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ახლახან, კლუბს ფინანსური დარღვევების გამო, სანქციები დაუწესეს და ტრანსფერების განხორციელების უფლება დროებით დაბლოკილი აქვს. ასე რომ, პრაქტიკულად გამორიცხულია, მიქაუტაძე ყოფილ კლუბში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში, ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოცმოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ |საკლუბო და სანაკრებო მატჩები აღარ გადაიკვეთება
ფიბა და ევროლიგა შეთანხმდნენ |საკლუბო და სანაკრებო მატჩები აღარ გადაიკვეთება