წყნეთში უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი დაიღუპა
Aa
Aa

წყნეთში უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი დაიღუპა

წყნეთში უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის კალათბურთელი, დათუნა ჟღენტი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დათუნა ჟღენტის სიცოცხლე კუსტალურად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.

რამდენიმე წუთის წინ, კალათბურთის ფედერაციამ სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელშიც ნახსენები იყო, რომ 16 წლის დათუნა ჟღენტი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

კრისტალსპორტის გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი შემთხვევის გამო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები