კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტის განცხადებებს გამოიძიებენ | პროკურატურამ ვალენსიას ქომაგების სარჩელი მიიღო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის უჩივლეს. „ჩეს“ ქომაგების გადაწყვეტილება „ბლანკოსთან“ მატჩისას მომხდარ ინციდენტს უკავშირდება და როგორც გაირკვა, პროკურატურამ „ღამურების“ ფანების სარჩელი მიიღო.

„პროკურატურამ კარლო ანჩელოტის მიერ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე სარჩელი მიიღო და შესაბამის პროცედურებს ჩაატარებს. პროკურატურა გამოიძიებს სავარაუდო დანაშაულს, რომელიც ვალენსიას ქომაგებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში მდგომარეობს.

სარჩელი უდიდეს ზიანს უკავშირდება, რომელიც კლუბსა და გულშემატკივრებს მიადგათ. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ, პროკურატურისთვის მიგვემართა. ანჩელოტის განცხადებები და ის ფაქტი, რომ რასისტებად გვთვლიან, სიცრუეა და ყველანაირ საზღვარს სცდება“, - ნათქვამია ვალენსიას ქომაგთა განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. მატჩის შემდეგ, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ვინისიუს ჟუნიორს „მაიმუნს“ მთელი „მესტალია“ უწოდებოდა. მოგვიანებით, იტალიელმა განმარტა, რომ კონკრეტულ ჯგუფზე ჰქონდა საუბარი და არა მთელ სტადიონზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას