ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

ნაპოლი წინასასეზონო შეკრებას იწყებს | კვარა და ოსიმენი გუნდს დიმაროში შეუერთდებიან

რუდი გარსიას „ნაპოლი“ რამდენიმე დღეში წინასასეზონო შეკრებას დაიწყებს. ოთხშაბათს, ფეხბურთელთა ნაწილი „პარტენოპეის“ საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდება და სამედიცინო შემოწმებებს გაივლის, შემდეგ კი დიმაროში (ტრენტინოში მდებარე კომუნა) გაემგზავრება.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი თანაგუნდელებს დაგვიანებით შეუერთდებიან. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სანაკრებო მატჩებში ითამაშეს და დამატებითი დასვენების დღეები მიიღეს. „ნაპოლი“ დიმაროში 14-დან 25 ივლისამდე დარჩება და „კვარა“ და ოსიმენი გუნდს პირდაპირ იქ შეუერთდებიან.

გეტყვით იმასაც, რომ 28 ივლისს, „კვარა“ და კომპანია კასტელ დი სანგროში გადაინაცვლებენ და იქ 12 აგვისტომდე დარჩებიან. „პარტენოპეის“ ამხანაგური მატჩებიც ჩანიშნული აქვს და 20 ივლისს, „ანაუნეს“ დაუპირისპირდება, მისი მეორე მეტოქე კი „სპალი“ გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე
„თუ იაირი დაამარცხა, ილიას უნდა ეჩხუბოს“ - სეხუდო ვოლკანოვსკის მომდევნო მეტოქეზე