ჰარი კეინი, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა და ბაიერნი | კონკრეტული საუბრები მომდევნო დღეებში დაიწყება

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ბაიერნის“ რადარზე იმყოფება. „რეკორდმაისტერის ინტერესის შესახებ ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გუშინ დაწერა, გამთენიისას კი ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა.

როგორც რომანო აცხადებს, „ბაიერნი“ მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე კონკრეტულ საუბრებს მომდევნო დღეებში დაიწყებს. საქართველოს ნაკრების მეკარე „რეკორდმაისტერის“ რიგებში გადასვლაზე თანახმაა. ამ ეტაპზე, გერმანული გრანდი ჰარი კეინის ტრანსფერითაა დაკავებული და პრიორიტეტი სწორედ ინგლისელი სუპერვარსკვლავი გახლავთ.

რომანოს მსგავსი ინფორმაცია ვრცელდება გერმანულ პრესაშიც. BILD-ის მიხედვით, „ბაიერნის“ სატრანსფერო კომიტეტს ამ კვირაში, შეხვედრა, რომელზეც სხვა გეგმები უნდა განიხილოს, არ ჩაუნიშნავს. კლუბს მთელი ყურადღება ჰარი კეინზე აქვს გადატანილი და ცდილობს, გარიგება ბოლომდე მიიყვანოს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, მაგრამ ესპანურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, „ვალენსია“ მზადაა, 20 მილიონად შეელიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ძალიან მომეწონა“ - ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი
„საქართველო ძალიან მომეწონა“ - ინგლისის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი