საქართველოს სუპერთასი | დინამო ბათუმმა ტორპედოს პენალტების სერიაში აჯობა
Aa
Aa

საქართველოს სუპერთასი | დინამო ბათუმმა ტორპედოს პენალტების სერიაში აჯობა

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, საქართველოს სუპერთასის 2023 წლის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა, თუმცა მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. პირველ ტაიმში, აჭარლები აქტიურობდნენ და ოთო გოშაძის კარს სახიფათოდ რამდენჯერმე შეუტიეს, მაგრამ მიზნამდე ცოტა დააკლდათ. მეორე ნახევარი შედარებით დაძაბული გამოდგა, ანგარიში არ შეცვლილა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

სუპერთასის გათამაშებაში დამატებითი დრო არ ტარდება, რის გამოც, პირდაპირ თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. ბათუმელებმა ყველა თერთმეტმეტრიანი უშეცდომოდ შეასრულეს და 6-დან 6 დარტყმა გამოიყენეს. „ტორპედომ“ 6-დან 5 ბურთი შეაგდო და ერთადერთი, ვინც დარტყმა გააცუდა, ირაკლი ბუღრიძე იყო და „დინამო ბათუმმა“ პენალტების სერიაში 6:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო ბათუმის“ მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვევა. თბილისის დროით, 20:00-ზე, „დინამო თბილისი“ „დილას“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვულკანი თბილისში“ - რა ელოდება ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოში
„ვულკანი თბილისში“ - რა ელოდება ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოში