ინტერი, მადრიდის რეალი, ლაუტარო მარტინესი
Aa
Aa

Diario SPORT: რეალმა ინტერთან ლაუტაროზე მოლაპარაკება დაიწყო

ესპანური გამოცემა Diario Sport იუწყება, რომ უახლოეს პერიოდში მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება.

სასაუბრო თემა ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერი იქნება. „სამეფო კლუბში“ ფიქრობენ, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერი მიმდინარე წელს არ შედგება და მის ნაცვლად „ბლანკოსი“ არგენტინელ თავდამსხმელზე გადაერთვება.

წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერთან დაკავშირებით უკვე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს. მადრიდული გრანდის პრიორიტეტი ახლა სატრანსფერო ღირებულების გაგებაა, რათა მკაფიო ხედვა ჰქონდეს მაგიდაზე არსებული ვარიანტების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ კაი ჰავერცის და ჰარი კეინის გადაბირებასაც ცდილობდა, მაგრამ გერმანელი შემტევი „არსენალში“ გადავიდა, ხოლო „დეზების“ ფეხბურთელი „ბაიერნში“ ტრანსფერთან ძალიან ახლოს არის.

რაც შეეხება ლაუტაროს, არგენტინელი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობს. დღემდე „ელ ტორომ“ „ნერაძურის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 238-ჯერ მოირგო, 102 გოლი გაიტანა და 36 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნიდერლანდებს შტორმივით გადაურბინა“ - DailyMail ზურიკოზე და საქართველოზე
“ნიდერლანდებს შტორმივით გადაურბინა“ - DailyMail ზურიკოზე და საქართველოზე