ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

“ეს ჩემთვის პრივილეგიაა“ - ოსიმენი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ვიქტორ ოსიმენი 2023 წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა. ნიგერიელმა თავდამსხმელმა ემოციები ვერ შეიკავა და განაცხადა.

ოსიმენი:

„ამ ჯილდოს მოგება ჩემთვის ძალიან დიდი პრივილეგიაა. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მე მომეცით. ასევე, დიდი მადლობა განის ფეხბურთის ასოციაციას, მათი ფეხბურთისადმი სიყვარულის და ორგანიზების გამო. ვაფასებ ამ აღიარებას. მე გავაგრძელებ ისე თამაშს, რომ აფრიკამ ჩემით ისევ იამაყოს. დიდი მადლობა ყველას, ღმერთმა დაგლოცოთ.“

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ოსიმენმა სკუდეტოს მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა. სერია ა-ში, ნიგერიელმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 26 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ყველა ტურნირზე ერთად კი ვიქტორმა 39 ჩატარებულ შეხვედრაში, 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, ოსიმენი სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ასევე გეტყვით, წარმატებული სეზონის შემდეგ, ოსიმენის გადაბირებით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული. საუბარი „მანჩესტერ იუნაიტედზე“, მიუნხენის „ბაიერნზე“ და ლონდონის „ჩელსიზეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“
ნიდერლანდელთა მცველი: „არ ველოდებოდი, რომ საქართველო პირველზე იქნებოდა“