ტოტენჰემი, ჰარი კეინი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

მოლაპარაკება დასრულდა - მანჩესტერ იუნაიტედი კეინისთვის აღარ იბრძოლებს

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დიდი ხანია ცდილობს ჰარი კეინის შეძენას. ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის დროს, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ ეს გახლავთ.

დღეს, The Times-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც გავიგეთ, რომ „წითელი ეშმაკები“ კეინისთვის აღარ იბრძოლებენ. ამის მიზეზი, მაღალი სატრანსფერო ღირებულება გახდა.

„დეზების“ ვარსკვლავს ხელშეკრულება მომავალი წლის ივნისში ეწურება. „იუნაიტედში“ თვლიან, რომ ამ მიზეზიდან გამომდინარე ჰარი 100 მილიონი ევრო აღარ ღირს.

ამის პარალელურად, წყარო იუწყება, რომ „მანჩესტერმა“ თვალი რასმუს ჰოილუნდს დაადგა, რომელსაც „ატალანტაში“ კარგი სეზონი ჰქონდა. სატრანსფერო ღირებულებად 50 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ კეინის გადასაბირებლად მადრიდის „რეალიც“ იბრძვის, თუმცა პარალელურად კილიან მბაპეს შეძენის შანსი გაჩნდა. თუ ფრანგი სუპერვარსკვლავის ტრანსფერი შედგება, „რეალი“ დიდი ალბათობით კეინს აღარ მიუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: “მამარდაშვილზე ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს“
MARCA: “მამარდაშვილზე ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს“