რონალდინიო, ლიონელ მესი
Aa
Aa

მესი: “ჯარიმის დარტყმა რონალდინიოს და მარადონას ყურებით ვისწავლე“

თანამედროვე ფეხბურთში, ლიონელ მესი ჯარიმის შესრულებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. არგენტინელი სუპერვარსკვლავისგან არაერთი სუპერგოლი გვინახავს. TTPlus-სთან საუბრისას, ლეომ აღიარა, თუ ვინ იყო მისი ინსპირაციის წყარო მაშინ, როდესაც ჯარიმის დარტყმას სწავლობდა.

მესი:

„ღრმა ბავშვობაში რონალდინიოს თამაშს ხშირად ვუყურებდი. ასევე ნანახი მაქვს მარადონას მატჩებიც. ორივე ფეხბურთელი ჯარიმას განსხვავებულად ურტყამდა და თავდაპირველად მე სწორედ მათ მივბაძე.

მიუხედავად ამისა, ჯარიმის კარგად შესრულება დამოკიდებულია უწყვეტ ვარჯიშზე. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეს ბაძავ, თუ არა. ამ კომპონენტს დახვეწა სჭირდება და ბევრი მუშაობის გარეშე შედეგს ვერ მიაღწევ.“

შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ ევროპული საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მომავალი სეზონიდან კარიერას „ინტერ მაიამიში“ გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დევიდ ბექჰემს სურს, რომ მესისთან ერთად გუნდში ჟორდი ალბა, ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეტსი მიიყვანოს. დღეს, ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ ჟორდი ალბა „ინტერ მაიამისთან“ აწარმოებს მოლაპარაკებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტყუილია“ - მბაპემ რეალში ტრანსფერი უარყო
“ტყუილია“ - მბაპემ რეალში ტრანსფერი უარყო