სალომე ხუბულური
Aa
Aa

სალომე ხუბულური - პირველი ქართველი ქალი მწვრთნელი პრო ლიცენზიით

საქართველოს ქალთა ფეხბურთში საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. სალომე ხუბულური გახდა ერთადერთი ქალი მწვრთნელი ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც პრო(უმაღლესი) სამწვრთნელო ლიცენზია აქვს.

ცნობისთვის, ხუბულური ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ, რომელიც თავის დროზე ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. საფეხბურთო კარიერა კი „გორი იუნაიტედში“ დაასრულა.

დაახლოებით 2 წლის წინ, CrystalSport-მა სალომეზე სიუჟეტი გააკეთა. მას იმდენად საინტერესო სპორტული(არა მხოლოდ) ცხოვრება აქვს, რომ ჩვენი ყურადღება მიიპყრო.

ცნობისთვის, ხუბულური საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ და მასთან ერთად ასაკობრივმა ნაკრებმა საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა. მას დაუღალავი და ღირსეული შრომა დაუფასდა და კარიერული წინსვლა განიცადა.

საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი ჰყავს და მისი პირველი ასისტენტი სწორედ სალომე ხუბულური გახდა. სულ მალე ქალთა ფეხბურთში ერთა ლიგა დაიწყება და პირადად ხუბულურის დიდი ჩართულობით ჩვენი ნაკრები იდეალური სელექციით ითამაშებს.

დავუბრუნდეთ პრო ლიცენზიას. როგორც უკვე მოგახსენეთ, სალომე ერთადერთი ქალი მწვრთნელია, რომელსაც აღნიშნული ლიცენზია აქვს. მეტიც, საქართველოში ა კატეგორიის ლიცენზიაც კი სხვა არცერთ ქალ სპეციალისტს არ აქვს.

აღნიშნულ ფაქტს, 34 წლის მწვრთნელი საკმაოდ ემოციურად გამოეხმაურა და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნახსენებია მისი მამა, რომელიც სამწუხაროდ, გასულ წელს გარდაიცვალა.

„მამიკო, წესით ახლა პირველი შენთან უნდა დამერეკა, ბევრი ლაპარაკი და ემოციების გამოხატვა არ გიყვარდა, არც მე მიყვარს ამაში ძალიან ვგავდით ერთმანეთს, სულ ორჯერ გაქვს ნათქვამი სალომემ ყველაფერში მაჯობაო, ახლაც რომ დაგირეკავდი თვალზე ცრემლ მომდგარი მეტყოდი, გილოცავ მამა შენ მე ყველაფერში მაჯობეო და ეს სიტყვები იქნებოდა ჩემთვის ყველა სიტყვაზე და შექებაზე უფრო საამაყო და მნიშვნელოვანი. მამიკო სულის შეკვრამდე მენატრები, მიყვარხარ და მაკლიხარ, იმედია ამაყობ ჩემით იქ სადაც ხარ..“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მამა მომიკლეს და ავღანეთიდან გამოვიქეცი“ - მე ნადია ნადიმი ვარ
“მამა მომიკლეს და ავღანეთიდან გამოვიქეცი“ - მე ნადია ნადიმი ვარ