ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„შეუძლებელია რეალობა იყოს“ - ნიგერიელი ქომაგები კვარას აღიარებას გამოეხმაურნენ

„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/23 წლების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. იტალიის ჩემპიონატის გადაწყვეტილებამ ნიგერიელი გულშემატკივრების განრისხება გამოიწვია. მათი აზრით, MVP ვიქტორ ოსიმენი უნდა გამხდარიყო და აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელებში:

„ოსიმენი სადაა? ეს თაღლითობაა“.

„ოსიმენი გაძარცვეს. თაღლითი ჩემპიონატი“.

„მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენია!“

„დაუმსახურებელია! ოსიმენი ბრწყინვალე იყო“.

„ნული გოლი ან ასისტი ბოლო 14 შეხვედრაში. ოსიმენის გარეშე ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა“.

„ოსიმენი MVP-ია და ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით“.

„ყველამ ვიცით, რომ ამ ჯილდოს ოსიმენი იმსახურებდა, მაგრამ ვიქტორი შავკანიანია და სერია A-მ MVP-დ კარაშიკა (ნიგერიული საშინელებათა ჟანრის ფილმის სახელი) დაასახელა. რასიზმი თავის პიკში!“.

„ეს შეუძლებელია, რეალობა იყოს“.

„როგორ ვერ მოიგო ოსიმენმა ეს ჯილდო, როცა მის გარეშე ნაპოლი ჩემპიონი ვერ გახდებოდა?“.

„მითხარით, რომ რასისტები ხართ, ისე, რომ არ მითხრათ, რომ რასისტები ხართ. ვიქტორ, ნაპოლი დატოვე და დაე, გაისად უშენოდ მოიგონ“.

„ეს სრული სისულელეა და ვიქტორს უსამართლოდ მოექცნენ! ოსიმენი ამ ჯილდოს აშკარად იმსახურებდა!“.

„იტალიელი რასისტები“.

„ახლა ხვდებით, რატომ არავინ აფასებს თქვენს ჩემპიონატს? რასისტები ხართ! ოსიმენი იტალიელი რომ ყოფილიყო, ყველა ჯილდოს მისცემდნენ“.

„თქვე რასისტები!“

„Ghostskhelia-მ (ghost მოჩვენებას ნიშნავს) ოსიმენი გაძარცვა“.

„დროა ვიქტორმა ეს ჩემპიონატი დატოვოს“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. სერია A-ს მიმდინარე სეზონი რამდენიმე დღეში დასრულდება. „ნაპოლი“ თავის ბოლოს შეხვედრას 4 ივნისს გამართავს და საკუთარ კედლებში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
თემურ ქეცბაიამ საქართველოსთან და ნორვეგიასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა