რაფაელ ლეაუ
Aa
Aa

მილანის ქომაგთა ლოდინი დასრულდა | ლეაუ როსონერიში რჩება

„მილანის“ ფეხბურთელი, რაფაელ ლეაუ „როსონერიში“ რჩება. პორტუგალიელმა გარემარბმა კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა და „შავ-წითლებმა“ შეთანხმების მიღწევა ოფიციალური განცხადებით დაადასტურეს.

„მილანი მოხარულია გაუწყოთ, რომ ლეაუმ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კლუბი და რაფა მოგზაურობას ერთად გააგრძელებენ“, - ნათქვამია იტალიური გრანდის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლეაუ „მილანში“ 2019 წლის ზაფხულში გადავიდა. კლუბის მაისურით მან 162 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გასულ სეზონში, ის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას ოცნება სანაკრებო წარმატება, ლიგის მოგება და რეალში თამაშია“
„ხვიჩას ოცნება სანაკრებო წარმატება, ლიგის მოგება და რეალში თამაშია“